воскресенье, 27 апреля 2014 г.

მე-6 დღის რეფლექსია

დღითიდღე საინტერესო და შინაარსიანი გახდა ტრენინგი.დღეისათვის ვისწავლეთ მოსწავლეთა მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება.მე-4 მოდული განვიხილეთ;ცნებებისა და უნარ-ჩვევების ცოდნის გაზიარება.პრეზენტაციები,ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენა,;ფოტოები,გრაფიკები,ხმოვანი ეფექტები,ცხრილები,ვიდეოები და სხვა რესურსები.

суббота, 26 апреля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერესო გაკვეთილი გვქონდა.გავეცანით და გავამდიდრეთ ჩვენი თემა სიახლეებით.ვისწავლეთ ვიდეოს აქაჩვა,გახმოვანება,საავტორო უფლებების სწორად დაწერა და ჩასმა.ამისათვის გამოვიყენეთ ინტერნეტი,რაც ძალიან დაგვეხმარა და გაგვიადვილა მუშაობა.

пятница, 18 апреля 2014 г.

რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე და დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე,რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის ადვილად გაანალიზებაში.ამ ეტაპზე დავამთავრეთ მეორე მოდულზე მუშაობა.ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების საკვანძო კითხვების შეფასების ფორმები,ასეთი ორიენტირებული აქტივობები მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს.

четверг, 17 апреля 2014 г.

შევისწავლეთ მიმართულების საკვანძო კითხვები:ზოგადი.თემატური.შინაარსობრივი.ეს დაგვეხმარება სასწავლო პროექტის გეგმის შედგენისათვის,რათა გავამრავალფეროვნოთ,გაკვეთილის პროცესი,გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენეული ვერსიები,განვაზოგადეთ ზოგიერთი საკითხი.ძალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით.